1. ზოგადი ინფორმაცია
Drive წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს მართვის მსურველ პირებს (მოსწავლეებს) და ავტომობილის მართვის ინსტრუქტორებს.

Drive წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს მართვის მსურველ პირებს (მოსწავლეებს) და ავტომობილის მართვის ინსტრუქტორებს.
მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს ზუსტი და აქტუალური ინფორმაცია; ერთი მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს მხოლოდ ერთი ანგარიში; მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოებაზე; Drive იტოვებს უფლებას დროებით ან სამუდამოდ შეზღუდოს ანგარიში წესების დარღვევის შემთხვევაში.
მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს პრაქტიკული გაკვეთილი დაჯავშნოს როგორც აპლიკაციის, ასევე სატელეფონო ზარის მეშვეობით.
აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია:
სატელეფონო ზარის მეშვეობით დაჯავშნის შემთხვევაში, მოსწავლე უკავშირდება შპს-ს, ჯავშნის სასურველ პრაქტიკულ გაკვეთილს და შემდგომ ახორციელებს პრაქტიკული გაკვეთილის საფასურის გადარიცხვას ონლაინ ბანკინგის საშუალებით, შპს-ის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
პრაქტიკული გაკვეთილის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც აპლიკაციის, ასევე სატელეფონო ზარის მეშვეობით.
აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია:
სატელეფონო ზარის მეშვეობით დაჯავშნის შემთხვევაში, მოსწავლე უკავშირდება შპს-ს, ჯავშნის სასურველ პრაქტიკულ გაკვეთილს და ახორციელებს პრაქტიკული გაკვეთილის საფასურის გადარიცხვას ონლაინ ბანკინგის საშუალებით, შპს-ის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
გაკვეთილის ღირებულება მომხმარებლისთვის წინასწარ არის ცნობილი და ნაჩვენებია დაჯავშნამდე. აპლიკაციის საშუალებით განხორციელებული გადახდა ნაწილდება ინსტრუქტორსა და შპს „Drive Net“-ს შორის საკომისიო მოდელის საფუძველზე. მოსწავლე აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ გადახდილი თანხიდან 5 (ხუთი) ლარი წარმოადგენს შპს „Drive Net“-ის საშუამავლო მომსახურების საფასურს და რჩება მის განკარგულებაში, ხოლო დარჩენილი თანხა ექვემდებარება ინსტრუქტორისთვის გადარიცხვას.
შპს „Drive Net“ არ არის პასუხისმგებელი ბანკის, საგადახდო პროვაიდერის ან სხვა გადახდის სისტემის ტექნიკური ხარვეზებით, შეფერხებით ან გაუმართაობით გამოწვეულ შედეგებზე.
გაკვეთილის ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, თუ გაკვეთილის დაწყებამდე დარჩენილია 24 (ოცდაოთხ) საათზე მეტი დრო, მომხმარებელს (მოსწავლეს) სრულად უბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა. თუ გაკვეთილის დაწყებამდე დარჩენილია 24 (ოცდაოთხ) საათზე ნაკლები დრო, მომხმარებელს (მოსწავლეს) თანხა არ უბრუნდება.
აღნიშნული თანხის დაბრუნების წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც გადახდა განხორციელებულია აპლიკაციის საშუალებით საბანკო ბარათის გამოყენებით და თანხა მიღებულია შპს „Drive Net“-ის ანგარიშზე.
თუ გაკვეთილი დაჯავშნილია სატელეფონო ზარის მეშვეობით და გადახდა განხორციელებულია მომხმარებლის მიერ უშუალოდ შპს-ის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე ონლაინ ბანკინგის საშუალებით, თანხის დაბრუნება არ ხორციელდება, ვინაიდან აღნიშნული თანხა არ ირიცხება შპს „Drive Net“-ის ანგარიშზე და შპს „Drive Net“ არ არის უფლებამოსილი განახორციელოს მისი დაბრუნება.
მომხმარებელი ადასტურებს, რომ ჯავშნის განხორციელებამდე გაეცნო წინამდებარე პირობებს და ეთანხმება მათ.
ინსტრუქტორები არიან დამოუკიდებელი პირები; Drive არ არის პასუხისმგებელი გაკვეთილის მიმდინარეობის შინაარსზე; ინსტრუქტორი პასუხისმგებელია საკუთარი ქცევის, პუნქტუალურობისა და მომსახურების ხარისხზე; ინსტრუქტორი ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა.
მომხმარებლებს შეუძლიათ შეაფასონ ინსტრუქტორები გაკვეთილის შემდეგ; შეფასებები უნდა იყოს რეალური და ობიექტური; Drive იტოვებს უფლებას წაშალოს შეურაცხმყოფელი ან ყალბი შეფასებები.
Drive აგროვებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია სერვისის მიწოდებისთვის; მომხმარებლის მონაცემები მუშავდება კონფიდენციალურად; გადახდები ხორციელდება უსაფრთხო გადახდის პარტნიორ(ები)ს მეშვეობით.
Drive არ არის პასუხისმგებელი ინსტრუქტორის ქმედებებზე ან გაკვეთილის შედეგებზე; საიტი არ იძლევა გამოცდის ჩაბარების გარანტიას; Drive არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის მოქმედებებზე.
Drive იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება აპლიკაციაში და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
Drive Net LLC
ელ.ფოსტა: drivenet@drivenet.space
ტელეფონი: +995 591 997 100
დადასტურება
აპლიკაციის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება Drive-ის წესებსა და პირობებს.